Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"ანაკლია იქნება ქალაქი, ქართული ხასიათისა და სულის გათვალისწინებით"

5a8fde06631a7
მაია ბიწაძე
23.02.18 13:22
952
"ანაკლია იქნება ქალაქი, ქართული ხასიათისა და სულის გათვალისწინებით! “ - განაცხდა ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ დღეს გამართულ ღონისძიებაზე, სადაც ,,ანაკლიის ქალაქგეგმარებით კონცეფციაზე“ მუშაობის დაწყება დააანონსეს.

"იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში არ არსებობენ პროფესიონალები, რომლებიც ქალაქის დაგეგმარებას მოახერხებენ, ჩვენ დავიწყეთ იმ კომპანიასთან თანამშრომლობა, რომელთანაც დღეს ხელი მოვაწერეთ, მაგარამ ამ პროცესში აუცილებლად ჩართული იქნებიან ქართველი სპეციალისტები, ახალგაზრდები, ურბანისტები, არქიტექტორები. მათთვის ეს იქნება ახალი შესაძლებლობა, რომ ძალიან სერიოზულ პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ, რამეთუ ქალაქი არ შენდება ერთ დღეში, ეს არის მუდმივი ძიება და დარწმუნებული ვარ, რომ რამოდენიმე წელიწადში, ჩვენ აქ ძალიან სერიოზული ჯგუფები გვეყოლება, რომლებიც გააგრძელებენ ამ მშენებლობას“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ბიზნესმენმა ასევე დაანონსა საერთაშორისო დონის იპოდრომის და ცენტრალური პარკის მშენებლობის შესახებ.

"შემდგომში ჩვენ გვინდა ავაშენოთ ცენტრალური პარკი, იდეა ასეთია, მზად ვართ მივიღოთ ნებისმიერი იდეა ქალაქის მშენებლობის პროცესში მოსახლეობისა და სპეციალისტებისაგან, გვინდა რომ ეს ყველაფერი გაკეთდეს მწვანე კონცეფციით და ასევე ერთ-ერთი ჩანაფიქრია ავაშენოთ საერთაშორისო იპოდრომი, რამეთუ, ვფიქრობთ, რომ სამეგრელო ის ადგილია, სადაც ცხენთან დამოკიდებულება საკმაოდ მნიშვნელოვანია, ეს საშუალებას მოგვცემს უფრო დავაახლოვოთ ადამიანები ერთმანეთთან და რეგიონი გავხადოთ არამარტო საპორტო, არამხოლოდ საფინანსო და ლოჯისტიკური ცენტრი, არამედ ისეთი ადგილი, სადაც ადამიანები ჩამოვლენ; ამის კარგი მაგალითებია დუბაი, რომელიც გახდა ცენტრი, ირლანდია, ეხლა ჩინეთი აკეთებს ძალიან დიდ ცენტრს, სადაც შეძლებული, მდიდარი ადამიანები ჩამოვლენ და ანაკლია არ იქნება მარტო ბიზნესის და კონტეინერების ადგილი... „ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მან მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს, უფრო აქტიურად ჩაერთონ ანაკლიის პროექტის განხორციელების პროცესში.