Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

WEG: ბარიერები ხელს უშლის სემეკის ფუნქციონირებას

5a4342ad00198
BM.GE
27.12.17 10:49
839




ანალიტიკურმა ცენტრმა „მსოფლიო გამოცდილება საქართველო“-მ ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც გაანალიზებულია სემეკის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები.
კვლევის თანახმად, მიუხედავად ბევრი წინგადადგმული ნაბიჯისა, არსებობს ბარიერები, რომლებიც ხელს უშლის სემეკის, როგორც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს ფუნქციონირებას.

კვლევის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებისთვის WEG შემდეგ რეკომენდაციებს აქვეყნებს:

მარეგულირებელს უნდა გააჩნდეს ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებები. ამიტომ რეკომენდებულია არსებული საკანონმდებლო ბაზის ცვლილება იმდაგვარად, რომ ენერგეტიკის სამინისტროსგან სემეკს გადაეცეს შემდეგი უფლებამოსილებები.

ელექტროენერგიისა და გაზის ბაზრების წესის დამტკიცება
გადამცემი ქსელის განვითარების 10 წლიანი გეგმების დამტკიცება

გაუქმდეს საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ვადის ამოწურვის შემდეგ, კომისიის წევრს უფლებამოსილება უგრძელდება ახალი წევრის არჩევამდე;

დაზუსტდეს კანონში რამდენი ვადით აირჩევა კომისიის წევრი;

განისაზღვროს კომისიის წევრის შერჩევის კრიტერიუმები;

კომისიის წევრი შეირჩეს ღია კონკურსის წესით;

შემუშავდეს დეტალური ინსტრუქციები თანამშრომლებისათვის ეთიკის ნორმებთან დაკავშირებით (რეგულირებად სექტორთან ურთიერთობა, მივლინებების წესი და პირობები ა.შ.);

მნიშვნელოვანია არსებობდეს ჯგუფი/ორგანო რომელიც შეისწავლის “ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრული ეთიკის ნორმების დარღვევის საკითხებს, ან განახორციელებს მის მონიტორინგს კომისიაში. აღნიშნული შესწავლის შედეგები უნდა იყოს გამჭვირვალე და მოცემული წლიურ ანგარიშებში;

შეზღუდული მოცულობის „სოციალური გაზის“ ეფექტიანი განაწილების მიზნით, რეკომენდებულია ჩატარდეს კვლევა ბუნებრივი გაზის საფეხურებრივი ტარიფის დაწესების შესახებ.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში კომისიაში შემოსული განცხადებების და საჩივრების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება:

2011 წელი - 876.
2012 წელი – 1073
2013 წელი – 1389
2014 წელი – 1499
2015 წელი - 1760
2016 წელი - 4085 სადაო საკითხი.

„საჩივრების უმეტესობა მოქალაქეთა საჩივრებს წარმოადგენს, რომლებიც ეხება მრიცხველების დაზიანების გამო თანხების არასწორ დარიცხვას, ტარიფის არასწორი საფეხურით დარიცხვას, დაკვირვებისა და დარიცხვის პერიოდის არასწორად განსაზღვრას და ა.შ. კომისიის სხდომაზე სადავო საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის ფორმით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, რაც შესაძლებლობას აძლევს მოდავე მხარეებს, მაქსიმალურად სრულყოფილად გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები სადავო საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგინონ მტკიცებულებები, დააყენონ შუამდგომლობები და ა.შ. სემეკი მიხედვით, სადავო საკითხების განხილვის აღნიშნული წესი ხელს უწყობს კომისიას, საქმის მასალების სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოკვლევის შედეგად მიიღოს ობიექტური, კანონშესაბამისი გადაწყვეტილება. საჩივრების მზარდი ტენდენცია, მიუთითებს ერთი მხრივ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე და გასაჩივრების პრაქტიკის ხელმისაწვდომობაზე, მაგრამ მეორე მხრივ ეს ასევე აჩვენებს კომპანიების მომხმარებლებთან ურთიერთობის ნაკლოვანებებს. სემეკის მიხედვით, მიმდინარეობს ელექტროენერგიის, გაზის და წყლის სექტორების მარეგულირებელი მიწოდებისა და მოხმარების წესების სრულყოფა, რაც მკვეთრად შეამცირებს საჩივრების რაოდენობას“, - განმარტავენ WEG-ში.