28.Sep .2020 23:34

მთაწმინდა-რუსთაველის საბაგირო - “ თბილისის მერიამ საბაგირო 2 წელიწადში უნდა ჩაგვაბაროს”

518
Back

მთაწმინდა-რუსთაველის გამზირის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობის გაურკვეველ ბედზე უკვე წლებია ვსაუბრობთ. რამდენიმე დღის წინ კი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ირკვევა რომ თბილისის მერია კომპანია Dopplemayr-თან გაფორმებული შეთანხმების თანახმად, მთაწმინდა-რუსთაველის გამზირის დამაკავშირებელი საბაგიროს ტექნიკური აღჭურვილობის მოწოდების, პროექტის ინჟინერინგის, მონტაჟის, ტექნიკური დახმარებისა და ექსპლუატაციაში გაშვების უზრუნველყოფაში 8.3 მილიონ ლარს გადაიხდის.