Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მუშაობს თუ არა კერძო საპენსიო სქემები საქართველოში?

BM.GE
12.10.22 12:44
181
ეკონომიკის სამინისტრომ სავალდებულო დაგროვებითი პენსიის პარალელურად კერძო დაგროვებითი საპენსიო სქემების განვითარებისთვის ცვლილებები მოამზადა. „კერძო ნებაყოფლობითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც უკვე განიხილა მთავრობამ, თავისუფლებას აძლევს დასაქმებულებს, დამსაქმებლებსა და აქტივების მმართველ კომპანიებს, ისევე როგორც სადაზღვევო კომპანიებს დასაქმებულების კონკრეტული სეგმენტისათვის შექმნან კონკურენტუნარიანი საპენსიო პროდუქტი. 

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო სამსახურში ამ დროისთვის 4 არასახელმწიფო საპენსიო სქემაა რეგისტრირებული, რომელთაგანაც 3 სქემის დამფუძნებელს წარმოადგენს სადაზღვევო ორგანიზაცია, ხოლო ერთი სქემა დაფუძნებულია არამზღვეველი იურიდიული პირის მიერ საკუთარი დასაქმებულებისათვის. 

რამდენად მუშაობს კერძო საპენსიო სქემა და რა სტიმულებია საჭირო, რომ სავალდებულო დაგროვებითი პენსიის პარალელურად მოქალაქეებმა საკუთარი ფინანსები კერძო დაგროვებით საპენსიო სქემებს ანდონ? 

სტუმარი: თეონა კვიციანი - "ალდაგის" იურიდიული, ზარალების მართვის და სუბროგაციის დეპარტამენტის დირექტორი;