Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პარლამენტში საბანკო სექტორისთვის ახალ ცვლილებებს განიხილავენ

5a72bf487a531
ელენე გოგბერაშვილი
01.02.18 11:17
768
მიუხედავად იმისა, რომ კომერციულ ბანკებს კანონით არაპროფილური აქტივების ფლობა უკვე აეკრძალათ, პარლამენტი ამ მიმართულებით საბანკო სექტორს მორიგ ცვლილებებს უმზადებს. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრი, ლევან კობერიძე BM.GE-თან საუბრისას აცხადებს რომ "ეროვნული ბანკის შესახებ’’ კანონში შეტანილი ცვლილებებით, სებ-ი ჰოლდინგების დონეზე აკონტროლებს საბანკო სექტორს, თუმცა ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება.

"ჩვენი კომიტეტის, მთავრობის, საბანკო სექტორისა და სებ-ის ერთობლივი შეთანხმებით საკმაოდ წინ გადავდგით ნაბიჯი. ჩვენ ვაპირებთ ამ მიმართულებით კვლავ გავაგრძელოთ მუშაობა. კიდევ უფრო მკაფიოდ განვსაზღვრავთ თუ რას ნიშნავს არაპროფილური ბიზნესები, ამ არაპროფილურ ბიზნესებში რამდენი შეიძლება იყოს საბანკო სექტორის მონაწილეობა დასაშვები და ა.შ", - განუცხადა ლევან კობერიძემ BM.GE-ს.