Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სამაცივრე მეურნეობების უმეტესობა თბილისშია განთავსებული

5a8adc925a370
BM.GE
19.02.18 18:10
891
2017 წლის IV კვარტალში საქართველოში 72 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 18,1% - იმერეთში მდებარეობს, 16,7% ქვემო ქართლში, 15,3% - კახეთში, 12,5% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 12.5% - შიდა ქართლში, ხოლო დანარჩენი 24,9% სხვა რეგიონებშია განთავსებული:

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2017 წლის I V კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 77,5 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 46,1% მსხვილფეხა, ხოლო 53,9% - წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2585,4 ათასი ერთეულით განისაზღვრა.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, სასაკლაოების მიერ 2017 წლის IV კვარტლის განმავლობაში 8047,3 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 40,2% მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 45.3% - ფრინველის, 10,4% - ღორის, 4,1% - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო 0,01% - სხვაზე. მომსახურება გაეწია 11,8 ათას პირს, საიდანაც 38,7% შინამეურნეობებების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 799 კაცი შეადგინა. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლა - 23.3 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლა - 9,6 ლარი, ხოლო ღორის დაკვლა - 20,7 ლარი.

2017 წლის IV კვარტალში საქართველოში 34 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც თბილისში (29,4%) და შიდა ქართლშია (29,4%) განთავესბული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის (14,7%), იმერეთის (11,8%), კახეთის (5,9%), ქვემო ქართლის (5,9%) და გურიის (2,9%) რეგიონში.

2017 წლის IV კვარტლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 265 მომხმარებელს, მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია - 124 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 904 კაცით განისაზღვრა. 2017 წლის IV კვარტლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 65,3 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 60,9% ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 19,4% პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 10,0% - თევზეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.

სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2017 წლის IV კვარტლის განმავლობაში შესყიდულია 3,6 ათასი ტონა პროდუქცია. რაც შეეხება მომსახურების საფასურს - 3,6 მლნ. ლარი შეადგინა. 2017 წლის IV კვარტლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 27.8 მლნ. ლარის ღირებულების (6.2 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში შედარებით დიდი ნაწილი (49,4%) იყო ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების. ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი (საკუთარი) პროდუქციის 86,8% მოდიოდა ქათმის ხორცზე. იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (50,9%), თევზეული (29,5%) და ქათმის ხორცი (14,6%) წარმოადგენდა. სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან უცხოურ ბაზარზე ძირითადად ხილი და ბოსტნეული იქნა რეალიზებული.