Home
Category
TV Live Menu
Loading data...

უცხოურ ინვესტიციებში რეინვესტირებული თანხები გაიზარდა

5a2e3b00f0b0e
სალომე მეცხვარიშვილი
11.12.17 13:00
957
უცხოურ ინვესტიციებში რეინვესტირებული თანხები გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, მესამე კვარტალში 235.9 მილიონი დოლარის რეინვესტიცია განხორციელდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 23.2 მილიონი ლარით აღემატება. 2016 წელს მესამე კვარტალში რეინვესტირებული თანხები 212.7 მილიონ დოლარს შეადგენდა.

რეინვესტირებული თანხები მკვეთრად არის გაზრდილი პირველ და მეორე კვარტალში. თუ 2016 წლის პირველ კვარტალში უცხოური ინვესტიციებიდან რეინვესტირებული თანხა შეადგენდა 19.8 მილიონ დოლარს, 2017 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 201.9 მილიონი დოლარი იყო. მეორე კვარტალში გასულ წელს რეინვესტირებულმა თანხებმა 86.3 მილიონი დოლარი შეადგინა, წელს კი - 153.7 მილიონი დოლარი.

შედეგად, პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, უცხოურ ინვესტიციებში რეინვესტირებულმა თანხებმა 591.5 მილიონი დოლარი შეადგინა, გასულ წელს კი ეს მაჩვენებელი 318.8 მილიონი დოლარი იყო. რეინვესტიციის ზრდა 272.7 მილიონი დოლარია.