Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

როგორი იქნება თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი - ფოტო

5a1c1910bb3b7
სალომე მეცხვარიშვილი
27.11.17 18:03
1161
თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის შენობაში 100-120 ნომრიანი სასტუმრო მოეწყობა. ამ ეტაპზე კომპანია „იალონი“ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურიდან მშენებლობის ნებართვის აღებას ელოდება.

„სამშენებლო ტენდერი უკვე გამოცხადებულია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ვართ, თუ ვინ ააშენებს სასტუმროს. როგორც კი მშენებლობის ნებართვა გვექნება, წლის ბოლოდან დაიწყება სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები.

დაახლოებით 100-დან 120- ნომრის ფარგლებში იქნება სასტუმროს ოთახების რაოდენობა.

ჯერჯერობით თავს შევიკავებ იმ ბრენდების დასახელებისგან, ვისთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები სასტუმროში შემოსვლასთან დაკავშირებით",- აცხადებს კომპანია "მეიდან ჯგუფის" ხელმძღვანელი ქეთევან ხუროძე, რომლის შვილობილი კომპანია „იალონიც“ ბალნეოლოგიური კურორტის მფლობელია.

განახლების შემდეგ ბალნეოლოგიური კურორტი პროფილს შეინარჩუნებს.

კომპანიის ვალდებულებაა, ადგილზე 8 მილიონი ლარი ჩადოს, თუმცა, ქეთი ხუროძე ამბობს, რომ, სავარაუდოდ, ეს თანმხა შენობის სრული რეაბილიტაციისთვის საკმარისი არ იქნება.

კომპანია "იალონს" თბილსის ბალნეოლოგიური კურორტი სახელმწიფოსგან 2016 წლის ბოლოს გადაეცა.

მერიაში კომპანიის მიერ წარდგენილი პროექტი შემდეგნაირად გამოიყურება: