Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სავალუტო ბაზრების მიმოხილვა

59df0a25cc89e
შოთა დიღმელაშვილი
12.10.17 10:21
865
ხუთშაბათს, აზიაში დოლარი დაეცა მას შემდეგ, რაც ფედერალური სარეზერვო ბანკის შეხვედრაზე მაინც მერყეობა გამოვლინდა თემაზე, შეიცვალოს, თუ არა რეფინანსირების განაკვეთი წელსვე, დეკემბერში კიდევ ერთხელ. დოლარი მეოთხე დღეა, იაფდება. დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი განწყობა რეფინანსირების განაკვეთის გაზრდისკენაა.

კატალონიის პრეზიდენტმა, კარლეს პიგდემონტმა სამშაბათს ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც კატალონია დამოუკიდებლობას აცხადებს ესპანეთისგან. თუმცა ამასთანავე მომდევნო კვირებისთვის მან თავი შეიკავა კონკრეტულ სვლებამდე, მანამდე კი ესპანეთის სახელმწიფოს ესაუბრება, რაც მთლად კრიზისისკენ არ უბიძგებს მდგომარეობას.
ესპანეთის მთავრობა მადრიდში ოთხშაბათს შეიკრიბება, რათა გადაწყვიტოს, როგორ გასცეს პასუხი კატალონიის დამოუკიდებლობის მოძრაობას.

სამშაბათს ევრო მყარ მოლოდინშია. დიპლომატიის გააქტიურება კი ინვესტორებს მეტი ოპტიმიზმისკენ უბიძგებს ევროში ფულის დასაბანდებლად. ახლა ერთი ევროს ფასი დოლარსა და 18 ცენტს აჭარბებს.

ბრიტანული გირვანქა სტერლინგიც შედარებით ძვირი, დოლარი და 32.5 ცენტი ღირს.

იენმაც და შვეიცარულმა ფრანკმაც შეინარჩუნეს პოზიციები დოლართან. ერთი დოლარის ფასი 112.5 იენამდეც ვერ აღწევს.

ამასობაში რუსეთში კრიპტოვალუტების რეგულირების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. წლის ბოლომდე მოსკოვი კანონს აამოქმედებს. სამშაბათს პუტინი თავის მაღალი რანგის ხელქვეითებს შეხვდა და განაცხადა, რომ კრიპტოვალუტები რისკიანი ამბავია, რადგან კრიმინალისთვის გამოიყენება. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ დაბლოკავს საიტებს, რომლებიც ბიტკოინებს მომხმარებლებზე ყიდიან. ხოლო მაინერებს გადასახადებს დააკისრებენ.

ბიტკოინი ამ ამბავს მშვიდად ხვდება და მისი ფასი ოდნავ, მაგრამ მაინც ზრდას განაგრძობს. დღეს ერთი ბიტკოინი 4854.5 დოლარი ღირს. მცირედით შემცირდა ეთერიუმის ფასი, თუმცა მაინც ოდნავ აჭარბებს 300 დოლარს. მცირედითვე გაიზარდა რიპლის ფასი, რომელიც 26 ცენტი ღირს. ბიტკოინ ქეში გასულ კვირებში გვარიანად გაიაფდა, დღეს შედარებით ცოტათი და მისი ფასი 314 დოლარამდეა.