Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კალაძე თბილისის ბიუჯეტის პროექტს საკრებულოდან უკან გამოითხოვს

5a1288deb143d
BM.GE
20.11.17 11:47
904
თბილისის მერი კახა კალაძე მისი წინამორბედის დავით ნარმანიას მიერ საკრებულოში წარდგენილ თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს უკან გამოითხოვს. ამის შესახებ კალაძემ დღეს თბილისის ახალი მთავრობის პირველ სხდომაზე განაცხადა.

კალაძის განმარტებით, ნარმანიას მიერ წარდგენილ დოკუმენტში უნდა აისახოს მისი წინასაარჩევნო დაპირებები.

"ჩვენს მიერ წინასაარჩევნო პერიოდში წარმოდგენილი პროგრამა 7 ძირითადი მიმართულებისგან შედგება, რომელთა განსახორციელებლად ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები უნდა შევიდეს. იქიდან გამომდინარე, რომ თბილისის ახალი მთავრობა საკრებულოს მიერ ჯერ დამტკიცებული არ იყო, აქამდე არ გვქონდა უფლებამოსილება, რომ ცვლილებები შეგვეტანა. ამიტომ ახლა ვიცე-მერს მინდა დავავალო, გამოითხოვოს წარდგენილი პროექტი", - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტი საკრებულოს დადგენილ ვადებში გადებში გადაეგზავნება.