Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"თბილისის ღვინის სკოლამ" სომელიეთა მომზადების მიზნით მიღება გამოაცხადა

5a87e378d9d56
მაია ბიწაძე
17.02.18 16:30
1042
"საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ" და თბილისის ღვინის სკოლამ WSET I და II დონის კურსებზე მიღება გამოაცხადა.  კურსდამთავრებულები WSET - ის სერტიფიკატებს მიიღებენ, რომელიც მათ საშუალებას მისცემს სამსახური არამხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც მოიძიონ.

"WSET-ის სერტიფიკატი ღვინოსა და ალკოჰოლურ სასმელებში საერთაშორისოდ აღიარებული კვალიფიკაციაა და შექმნილია ალკოჰოლური სასმელების როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე – დამწყებებისთვის, რომელთაც სურთ, გაიღრმავონ ცოდნა ალკოჰოლური სასმელების შესახებ.

კურსი გათვლილია ღვინის წარმოების, გაყიდვების, სასტუმრო თუ სარესტორნო ბიზნესში მოღვაწე პროფესიონალებისა თუ ენთუზიასტებისთვის, რომელთაც სურთ, უფრო სტრუქტურულად შეისწავლონ ღვინო და სხვა ალკოჰოლური სასმელები.

WSET-ის კურსის გავლა აუცილებელია მომავალი სომელიეებისთვის, რადგან, საქართველოში სომელიეს სტატუსის მიღებისთვის საჭიროა WSET-ის გამოცდის წარმატებით ჩაბარება, ისევე – როგორც საქართელოს სომელიეთა ასოციაციის გამოცდის“ - განუცხადა Bm.ge-ს ,, თბილისის ღვინის სკოლის“ პროგრამების ხელმძღვანელმა ანა ხითარიშვილმა.

მისივე განმარტებით, WSET- ის კურსდამთავრებულები შემდეგ სფეროებს დაეუფლებიან:

- მსოფლიო ღვინოები, ძირითადი რეგიონები და ვაზის ჯიშები;
- ღვინის დეგუსტაციის საერთაშორისო სტანდარტი;
- ღვინის სერვირების საერთაშორისო სტანდარტი;
- ღვინის ბიზნესი და მარკეტინგი;
- ენოგასტრნომიული შეხამების საერთაშორისო სტანდარტი;
- მსოფლიოს მაღალალკოჰოლური სასმელები.

სწავლება ინგლისურ ენაზეა და შესაბამისად, ინგლისური ენის ცოდნა საშუალო დონეზე ყველა კანდიდატისთვის აუცილებელია.