Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"სვეტი" კლიენტების ნაწილისთვის თანხების დაბრუნებას განიხილავს

5a8d6b31d81c4
ელენე გოგბერაშვილი
21.02.18 16:49
919
მას შემდეგ, რაც "სვეტის" სამ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოვლენილი დარღვევების გამო შეჩერდა, განმარტებები მედიასთან კომპანიას ამ დრომდე არ გაუკეთებია.

მერიამ სამუშაოები მირცხულავასა და ნუცუბიძის ქუჩებზე, ასევე ნაძალადევის რაიონში მშენებარე ობიექტებზე შეაჩერა. მიზეზი უსაფრთხოების ნორმების დაღვევა და შესაბამისი სამშენებლო ნებართვების არქონა გახდა.

ჩვენ მივახერხეთ და ჩავწერეთ კომპანიის იურისტი, რომელიც სვეტის ოფისში მისულ მოქალაქეებს გაესაუბრა. როგორც ირკვევა, იმ შემთხვევაში თუ რიგ პროექტებს მერიასთან ვერ შეათანხმებენ, სვეტს მენაშენეებისთვის ფულის უკან დაბრუნება მოუწევს. რაც შეეხება იმ ობიეტებს, რომელთა ჩაბარების ვადებმა საგრძნობლად გადაიწია, კომპანიის იურისტი ამბობს, რომ ასეთ შემთხვევებში კომპანია გრაფიკების შედგენასა და ფულის უკან დაბრუნებას უკვე განიხილავს.

"გარკვეული შეთანხმებები მოხდება მერიაში, რაც არ მოხდება იმ მძიმე სიტუაციას მიიღებს კომპანია. თუ მოხდა ასეთი რამ, რომელ პროექტსაც შეეხება, ყველასთვის მოგვიწევს ფულის დაბრუნება. კომპანიას ცუდი ბალანსი არ აქვს, თუმცა დისბალანსი აქვს, იმიტომ რომ ამოსაღები თანხაც არ არის ამოღებული იმ გრაფიკით და იმ ოდენობით, რომელიც კარგი იქნებოდა კომპანიისთვის. რაღაც ვალდებულებები გვიგროვდება, თუნდაც იმიტომ რომ კომპანიამ აქტიურად დაიწყო ზოგიერთ კორპუსებზე, რომელზეც სავარაუდოდ კომპანია ფიქრობს, რომ კიდევ უფრო დიდი ჩამორჩენა ექნება, თანხების დაბრუნებაზე და 3-დან 6 თვემდე გრაფიკების შედგენაზე საუბარი", - აცხადებს კომპანია "სვეტის" იურისტი.

იმ შემთხვევაში თუ კომპანია ხარვეზებს გამოაწორებს, მერიაში განმარტავენ, რომ სვეტი მშენებლობის გაგრძელებას შეძლებს. კომპანიაში ამბობენ, რომ აქტიურად მიდის მერიასთან კომუნიკაცია და ყველა შეჩერებულ ობიექტზე სამშენებლო პროცესი სავარაუდოდ მარტის ბოლოდან განახლდება.