Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

#მხოლოდქართული "ქინდერ ბუბუ"

BM.GE
26.12.21 16:17
366
„წიგნით იწყება თავისუფლება“ - ეს არის სლოგანი იმ უნიკალური პროექტის, რომელზეც „მხოლოდ ქართულის“ რუბრიკის ფარგლებში ახლა გიამბობთ. საუბარია კომპანია „ქინდერ ბუბუ“-ზე, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს და მისი მიზანი ბავშვებისთვის წიგნის კითხვის შეყვარებაა. კომპანია 2-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის ქმნის ფოტო -პერსონიფიცირებულ წიგნებს, სადაც ბავშვი ვიზუალურად თავად ხდება თავგადასავლის გმირი. წიგნი უკვე 17 ენაზეა ნათარგმნი და არსებობის 3 წლისთავზე მსოფლიოს 17 ქვეყანაც მოიცვა.