Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#მხოლოდქართული არტ შოკოლადი "შოკოტელა"

BM.GE
27.02.22 14:05
467
პროფესიით ბორტგამცილებელია, თუმცა არსებულმა კოვიდ მდგომარეობამ მისი საქმიანობის სფერო სრულად შეცვალა. პანდემიის დროს, როდესაც კარანტინმა პირველ რიგში ავიამიმოსვლა გააჩერა, გადაწყვიტა ხელნაკეთი შოკოლადები შეექმნა. საუბარია კომპანია „შოკოტელაზე“, რომელსაც 1 წელი 14 თებერვალს შეუსრულდა და დაბადების დღეზე პირველი მაღაზიაც გახსნა. „შოკოტელა“ 9 სახეობის არტ შოკოლადს ქმნის და სამომავლოდ ასორტიმენტის გაფართოებასაც გეგმავს. მოკლედ „მხოლოდ ქართულის“ რუბრიკის ფარგლებში, ჩვენი ჟურნალისტი სალომე ჭიპაშვილი „შოკოტელას“ პირადად სტუმრობდა და თავად გაეცნო როგორ იქმნება ქართული ხელნაკეთი შოკოლადი.