Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#მხოლოდქართული: მოგზაურობისას დაბადებული ბიზნეს იდეა - Lumier's Chimney Cake

BM.GE
15.05.22 23:44
308
ბაზარზე 2018 წლიდან ქართული კომპანია ლუმიერს ჩიმნი ქეიქი ოპერიებს, რომელიც მომხმარებელს ევროპელების საყვარელ ტკბილეულს ჩეხურ ტრდელნიკს სთავაზობს. ლუმიერსის დამფუძნებელმა პირველად ტკბილეული 18 წლის ასაკში სწორედ ჩეხეთში, პრაღაში მოგზაურობისას დააგემვონა და მაშინვე გადაწყვიტა ამ გემრიელი ტკბილეულის წარმოების იდეა საქართველოში ბიზნესად ექცია. ღია ცის ქვეშ, მაყალზე დაწყებული ბიზნესი დღეს უკვე 4 ფილიალს აერთიანებს. მეტიც ლუმიერსი უკვე დედაქალაქსაც გასცდა და ობიექტი ქუთაისში გაიხსნა. სამომავლოდ კომპანია ქვეყნის ფარგლებს გაცდება და ლუმიერსის აბრას ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებშიც ჩამოკიდებს.

ემილ კურბანოვი - Lumier's Chimney Cake-ის დამფუძნებელი;