Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#მხოლოდქართული: "ოქროს ბიბილო"

BM.GE
14.11.22 00:23
135
ოქროს ბიბილო მუხრანში მდებარე ფერმაა, რომელიც უცხო ჯიშის ქათმებისა და მწყერის მოშენებით არის დაკავებული. უფრო კონრეტულად ფერმა ფრანგული და ინგლისური ჯიშის ქათმებს აერთიანებს, რომლებიც მაღალი გემოვნური თვისებების მქონე და განსხვავებული შეფერილობის კვერცხს იძლევა. ფერმა ჯერ პატარაა, თუმცა მის დამფუძნებელს გაფართოების გეგმაც აქვს. ოქროს ბიბილოს დღეში 800მდე კვერცხი აქვს. ფერმაში მიღებული პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე იყიდება და ჩვეულებრივ კვერცხზე ძვირიც ღირს, თუმცა მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ ოქროს ბიბილო მიწოდებით ვერ აკმაყოფილებს.

კონსტანტინე ჯაოშვილი - “ოქროს ბიბილო”, დამფუძნებელი.