Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

#მხოლოდქართული სამკურნალო ზეთები

BM.GE
07.03.22 03:02
301
სელი, ნიგოზი, შავი კვლიავი, გოგრის თესლი, ნუში, ეს იმ პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რომელთა ცივი დაწურვის ტექნოლოგიით დამუშავების შედეგად, 100%-ით ნატურალური სამკურნალო ზეთები მიიღება. ახლა ჩვენს რუბრიკაში „მხოლოდ ქართული“, სწორედ ამ ზეთების მწარმოებელ ერთადერთ ქართულ კომპანიაზე მოგიყვებით, რომელმაც ოპერირება თბილისში გასული წლის დეკემბერში დაიწყო. საუბარია კომპანია „ხახაბო“-ზე, რომელიც ამჟამად მომხმარებლებს 7 სახეობის სამკურნალო მცენარეულ ზეთს სთავაზობს და მიუხედავად ბაზარზე ახალი გამოჩენისა, გეგმები საკმაოდ შთამბეჭდავი აქვს. კომპანიის დამფუძნებელი, გიორგი კვესელავა „ფორბს კვირასთან“ აანონსებს ადიგენის მოსახლეობისგან 5 წლიან პერსპექტივაში 1000 ტონა გოგრის ჩაბარებას გეგმავს.