Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

#მხოლოდქართული: “შატო დიო”-ს რაჭული ისტორია

BM.GE
24.07.22 22:46
240
რაჭაში მოგზაურობისას ბიემჯის გადამღები ჯგუფი კიდევ ერთ საინტერესო და გამორჩეულ სოფელ სადმელს ესტუმრა. ხოდა თუ ამ სოფელში მოხვდებით აუცილებლად უნდა შეიაროთ ოჯახურ - ტურისტულ ობიექტ “შატო დიოში”. ადგილზე მისულს შატო დიოს დინჯი მასპინძელი დიონისე დვალი შემოგეგებებათ, რომელიც ყველა პროცესშია ჩართული. დიონისე თურმე მერვე თაობააა ვინც სოფელ სადმელში, ამ სახლში ცხოვრობს. სახლ-კარი ტურისტების საყვარელ ადგილად აქცია და შატო დიოში მოსულ დამსვენებელს ღვინოს, რაჭულ კერძებს, ჯომარდობას, საცხენოსნო ტურებს სთავაზობს. როგორც თავად ამბობს, რაჭველები არც ისეთი ნელები არიან, ხოდა რაჭულ ბიზნესსაც ოჯახის წევრებთან ერთად დინჯაც, მაგრამ მთელი მონდომებით ავითარებს.

დიონისე დვალი - “შატო დიო”-ს დამფუძნებელი;