Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

#მხოლოდქართული შეფუთვა - "შინაო"

BM.GE
26.03.23 22:49
116
2019 წელს ბაზარზე ბრენდმა - შინაომ დაიწყო ოპერირება, რომელიც მომხმარებელს თერმულად დამუშავებულ, შეფუთულ გაყინულ ბოსტნეულს, მწვანილსა და ხილს დაქუცმაცებული სახით სთავაზობს. კომპანიის მთავარი იდეა საკვების მომზადების პროცესის გამარტივებაა, რადგან შეფუთვაში მოქცეულ პროდუქციას მომზადებისთვის სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. შინაოს შეფუთვაში ქართველი ფერმერების მიერ ნაწარმოები სხვადასხვა პროდუქტი დაგხვდებათ. შინაო სამწუხაროდ ქსელურ მარკეტებში არ არის წარმოდგენილი და მხოლოდ უბნის მარკეტებში იყიდება, თუმცა კომპანიას გეგმაში აქვს ექსპორტიც, რისთვისაც შინაოს საწარმოში ჰასპის სტანდარტის დანერგვის პროცესები მიმდინარეობს. 

გიორგი ქვრივიშვილი - „შინაოს“ კომერციული დირექტორი;
თამარ ორაგველიძე, „შინაოს" წარმოების მთავარი ტექნოლოგი.