Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#მხოლოდქართული წვენების საწარმო "კამპა"

BM.GE
05.12.21 22:06
414
კიდევ ერთი ამბავი მაქვს თქვენთვის : იდეა 2006 წელს გაჩნდა და მაშინვე დაიწყო ამ იდეის განხორციელებაც. საგურამოში ერთ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე 3500 კვადრატული საწარმოო შენობა ჩაიდგა და დაახლოებით 3 წელიწადში მათი პროდუქცია ბაზარზეც გამოჩნდა. საუბარია ყველასათვის კარგად ცნობილ „მხოლოდ ქართულ“ საწარმო „კამპაზე“, რომელიც წლის განმავლობაში 3 მილიონ ლიტრამდე წვენს აწარმოებს. წარმოებული პროდუქციის 60% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, ხოლო 40% ექსპორტზე გადის ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: ჩინეთი, ამერიკა, რუსეთი, აზერბაიჯანი, ემირატები და ცოტახნის წინ დაემატა ისრაელიც. სიახლეები „კამპას“ ბევრი აქვს, და ეხლა მხოლოდ ქარტულის დროა.