Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#მხოლოდქართული"ალამბრა" რუსუდან ფეტვიაშვილის ესკიზებიდან

BM.GE
19.12.21 22:37
401
„ალამბრა“ კი ჯადოსნურ ყვავილს ნიშნავს, ხო და ამ ჯადოსნური ბრენდის შექმნის იდეაც მაშინ გაჩნდა როცა თოკებისა და წითელი ძაფების ხელზე გაკეთება საკმაოდ მოდური გახდა. რამდენიმე მეგობარმა გააცოცხლა მინანქარი და თოკებთან შერწყმით დაამზადეს სამაჯურები, რომლებიც „ალამბრას“ სახელწოდებით ბაზარზეც გამოჩნდნენ. 2019 წლიდან კი კომპანია თანამშრომლობს ცნობილ მხატვარ რუსუდან ფეტვიაშვილთან, რომელიც ექსკლუზიურად „ალამბრასთვის“ ესკიზებს ქმნის. თუმცა კომპანია მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება, ისინი ახალგაზრდა დიზაინერებთან და მხატვრებთანაც აპირებენ თანამშრომლობას. მოკლედ, „მხოლოდ ქართულის“ რუბრიკის ფარგლებში ახლა სწორედ „ალამბრას“ ისტორიასა და სამომავლო გეგმებს გაგაცნობთ, რომლის შესახებაც სიუჟეტი თავად რუბრიკის ავტორმა სალომე ჭიპაშვილმა მოგვიმზადა.