Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"როზალი" ბაზარზე სტაბილურობას ინარჩუნებს

5a8936c5a68f2
მაია ბიწაძე
18.02.18 12:16
1087
შოკოლადების სასაჩუქრე ნაკრებების ბრენდი ,,როზალი“ ( Rosali Sambar ) ბაზარზე წილს სტაბილურად ინარჩუნებს, ამის შესახებ Bm.ge -ს ბრენდის მწარმოებელი კომპანიის შპს ,, ჩოკო სვის „- ის დირექტორმა დავით მინდიაშვილმა განუცხადა, მისი განმარტებით პროდუქციის რეალიზაცია გასულ წელს უმნიშვნელოდ გაიზარდა, რასაც მოსახლეობის დაბალი მსყიდველუნარიანობით ხსნის.

,, ჩვენი პროდუქტი სპეციფიურია, ორიენტირებულები ვართ სასაჩუქრე შოკოლადის ნაკრებების წარმოებაზე და ცოტა არ იყოს, ქართული ბაზრისთის ძვირიანი პროდუქციაა, აქედან გამომდინარე მას თავისი მომხმარებელი ჰყავს .... რეალიზაციის თალსაზრისით დიდად კმაყოფილები არ ვართ, თუმცა სტაბილურად ვინარჩუნებთ ნიშას, იქიდან გამომდინარე, რომ პროდუქტს თავისი ერთგული მომხმარებელი ჰყავს, რომელიც არ იცვლება კლებისკენ და უმნიშვნელო, მაგრამ ზრდა მაინც არის.

ვფიქრობ, ეს გამოწვეულია მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობიდან, ხალხს არ აქვს მაღალი ანაზღაურება.... ჩვენი ნაწარმი 100%-ით ბელგიური მასალისგან მზადდება, რაც საკმაოდ ძვირადღირებულია, შესაბამისად საბოლოო პროდუქტიც ძვირი გამოდის და ის მხოლოდ საშუალო და მაღალშემოსავლიანი სეგმენტისთვისაა ხელმისაწვდომი. კილოგრამი შოკოლადის ფასი, დაუფასოვებელი სახით, 56 ლარია, როდესაც მას სასაჩუქრე კოლოფებში ვათავსებთ და სარეალიზაციო ობიექტებში შეგვაქვს, ეს პროდუქტს კიდევ უფრო აძვირებს, ამიტომ ის ძირითადად ქსელურ სუპერმარკეტებში შეგვაქვს, როგორიც გუდვილია, ვყიდით ასევე ვისკის სახლებში...“ - განუცხადა Bm.ge -ს დავით მინდიაშვილმა.

კომპნია პროდუქციის რეალიზაციის გაზრდის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებებს განიხილავს, მათ შორის ტურისტულ მარშუტებში საწარმოს ჩასმას.

„ბრენდიც და წარმოებაც ქართულია, აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ჩვენი საწარმო, რომელიც თბილისში მდებარეობს, ტურისტულ მარშრუტშიც შეიძლება ჩაისვას, სადაც მოსულ სტუმარს საშუალება ექნება შოკოლადის წარმოების სრული ციკლი იხილოს „ - განაცხადა დავით მინდიაშვილმა.

,,როზალის“ ბრენდი საქართველოს ბაზარზე 2005 წლიდან იყიდება.