30.Dec .2020 09:55

Myhome-ის კამპანიამ „შენი ზაფხული აქ არის“ ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე გაიმარჯვა

330
Back

პანდემიურ წელს მაი ჯის გუნდმა ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი შექმნა, გაფართოვდნენ, გაიზარდნენ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, მათ პროექტებში ბევრი იყო სიახლე, რომლითაც კრიზისულ წელს მცირე ბიზნესებს, დაზარალებული სექტორის წარმომადგენლებს შემოსავლების მობილიზებაში ხელი შეუწყვეს. დაფასებაც შესაბამისია და Myhome-ის კამპანიამ „შენი ზაფხული აქ არის“ ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე კატეგორიაში THE BEST PR CAMPAIGN FOR SUPPORTING DOMESTIC TOURISM-გაიმარჯვა. ეს იყო კამპანია, რომელიც შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად, Visa-სთან კოლაბორაციით Myhome-მა შექმნა და ამისთვის ამუშავდა სპეციალური პლატფორმა rent.myhome.ge. კამპანიას შედეგები კარგი ჰქონდა, ზაფხულის განმავლობაში მოთხოვნა ტურისტულ ქონებაზე 35%-ით გაიზარდა.

სტუმრები: მურთაზ ფუტკარაძე - MY.GE-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი;
მარიამ გოგსაძე - MY.GE-ს ბრენდ მენეჯერი