Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რა ეტაპზეა თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი? - მერიის განმარტება

59c9ebfd2d34c
დავით ჯალაღონია
26.09.17 09:54
769
თბილისის შემოვლითი რკინიგზის ალტერნატიული ვარიანტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ჯერ არ დასრულებულა, - ამის შესახებ ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა. მერის მოადგილის ინფორმაციით, ქალაქის ხელმძღვანელობა რჩება იმ პოზიციაზე, რაც რკინიგზის ცენტრიდან გადატანას გულისხმობს.

"ალტერნატიული რკინიგზის პროექტის გეგმა ბუნებრივია, არსებობს და ქალაქის პოზიციაა, რომ ცენტრიდან რკინიგზა იქნას გადატანილი. ეს პრინციპი დაცულია. ჯერ-ჯერობით მიმდინარეობს საბოლოო დაზუსტება და ამ მიმართულებით ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასება", - განაცხადა მერის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობაზე 2012 წლამდე 210 მილიონ დოლარამდე უკვე დაიხარჯა. პროექტი 2013 წელს დაკონსერვდა. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 აგვისტოს განკარგულების მიხედვით, პროექტის განხორციელების ფორმაზე საბოლოო გადაწყვეტილება „საქართველოს რკინიგზას“ განკარგულების ძალაში შესვლიდან ოთხ თვეში, მაქსიმუმ 2016 წლის 9 დეკემბერს უნდა მიეღო, თუმცა ხელისუფლებამ პროექტის განხორციელების ფორმაზე გადაწყვეტილების მისაღებად აღნიშნული ვადები ვერ გამოიყენა.