03.Nov .2020 23:26

ნამახვანჰესი ჯვრის აღმართვით გააპროტესტეს - რას აპირებს მთავრობა?

515
Back

რამდენიმე დღის წინ, მდინარე რიონის ხეობაში, $800 მილიონიანი ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობა ადგილობრივებმა ჯვრის აღმართვით გააპროტესტეს. მოსახლეობამ ჯვარი იმ ტერიტორიაზე აღმართა, სადაც მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა და ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც მოქალაქეების გარკვეული ჯგუფი ახალი ჰიდროელექტროსადგურების აშენების წინააღმდეგ პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართავს. როგორ განვითარდა მოვლენები 29 ოქტომბრის შემდეგ და რა ხდება დღეს ადგილზე?