Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"აწარმოე საქართველოში" დახარჯული თანხები VS შედეგები

5a1560a63e357
სალომე მეცხვარიშვილი
23.11.17 10:00
1057
სახელმწიფო პროექტის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, რომელიც 2014 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 55 მილიონ ლარამდეა (54 894 000) დახარჯული. შესაბამისი ინფორმაცია საქმის კურსს სსიპ-მა "აწარმოე საქართველოში" მიაწოდა. მათი თქმით, ეს თანხა გამოყოფილია 2014 წლის მე-9 თვიდან 2017 წლის 10 თვის ჩათვლით.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სულ დაფინანსებულია 312 პროექტი. რაც შეეხება სამუშაო ადგილებს არსებული ინფორმაციით, შექმნილია/შეიქმნება სულ 14 391 სამუშაო ადგილი (სამუშაო ადგილების შესახებ ინფორმაცია მოწოდებულია პროექტის ბენეფიციარების მიერ).

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 2015-2016 წლებში დაფინანსებულია 3 204 პროექტი. მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსება თითოეულ შემთხვევაში 5 ათასიდან 15 ათას ლარამდე მერყეობს.

რაც შეეხება სტატისტიკას, თუ როგორ აისახა სახელმწიფო პროგრამაში დახარჯული თანხები ეკონომიკაზე.

საქსტატის ინფორმაციით, 2014 წლიდან 2016 წლის ჩათვლით ბიზნეს სექტორის მიერ პროდუქციის გამოშვება 8,3 მილიარდი ლარით გაიზარდა.

ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვება

2010 წელი – 13,3 მილიარდი ლარი
2011 წელი – 19,2 მილიარდი ლარი
2012 წელი – 23,1 მილიარდი ლარი
2013 წელი - 23,6 მილიარდი ლარი
2014 წელი – 26,1 მილიარდი ლარი
2015 წელი – 30,0 მილიარდი ლარი
2016 წელი – 34,2 მილიარდი ლარი

რაც შეეხება ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობას, ზრდის დინამიკა ასეთია:

2010 წელი – 397 ათასი ადამიანი
2011 წელი – 503 ათასი ადამიანი
2012 წელი – 534 ათასი ადამიანი
2013 წელი – 550 ათასი ადამიანი
2014 წელი – 592 ათასი ადამიანი
2015 წელი – 626 ათასი ადამიანი
2016 წელი – 667 ათასი ადამიანი
2017 წელი, მეორე კვარტალი - 631 ათასი ადამიანი

საინტერესო მონაცემებია ექსპორტის მიმართულებით. 2014 წელს, როდესაც პროექტი დაიწყო, ქვეყნიდან გასული პროდუქციის ღირებულებამ 2 მილიარდ 861 მილიონი დოლარი შეადგინა. 2016 წელს კი ეს მაჩვენებელი შემცირებულია.

საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი

2010 – 1 მილიარდ 677 მილიონი დოლარი
2011- 2 მილიარდ 186 მილიონი დოლარი
2012 – 2 მილიარდ 377 მილიონი დოლარი
2013 – 2 მილიარდ 910 მილიონი დოლარი
2014 – 2 მილიარდ 861 მილიონი დოლარი
2015 – 2 მილიარდ 205 მილიონი დოლარი
2016 – 2 მილიარდ 113 მილიონი დოლარი
2017(10 თვე) – 2 მილიარდ 203 მილიონი დოლარი

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" 2014 წელს დაიწყო. სამთავრობო პროგრამა მიმართულია წარმოების განვითარებისა და წახალისებისაკენ, რომლის მთავარ მიზანს მეწარმეობის განვითარება, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის/არსებული საწარმოს გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობა წარმოადგენს.