Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ტურისტული ნაკადი, შეიძლება, მნიშვნელოვნად გაიზარდოს ჩინეთიდან"

5a1d4ca457277
BM.GE
28.11.17 15:44
722
საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში ეკონომიკის იმ მიმართულებებზე ისაუბრა, რომელშიც საქართველოს ჩინეთთან თანამშრომლობის კარგი პერსპექტივები აქვს. დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობის კუთხით აქცენტი ტურიზმზე გააკეთა. კერძოდ, როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს დღეს მზარდი ტურისტული ნაკადი აქვს, თუმცა, ეს არ არის დამაკმაყოფილებელი.

„მიგვაჩნია, რომ ტურისტული ნაკადი შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს ჩინეთიდან. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ განვითარების მიმართულებით ჩვენ დღეს უკვე ვთანამშრომლობთ ჩინეთთან, მათ შორის ეს არის გრანდ კომპონენტი, რომელიც ეხება საავადმყოფოს მშენებლობას, თუმცა, ასევე არის სათბურების მიმართულება და ამ მიმართულებით კვლავ გაგრძელდება თანამშრომლობა“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.