Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"თბილისის მერიაში ბიუროკრატია მინიმუმამდეა დაყვანილი"

5a6c55c6e7a6b
BM.GE
27.01.18 16:30
925
თბილისის მერიაში ბიუროკრატია მინიმუმამდეა დაყვანილი,- ამის შესახებ „საქმიანი დილის“ ეთერში სამშენებლო კომპანია "სეუ დეველოპმენტის" დირექტორმა ზურაბ მექვაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იყო პერიოდი, როდესაც შეთანხმება დაუსრულებლად გრძელდებოდა, ახლა კი ეს პრობლემა აღარ დგას.

"უპირველეს ყოვლისა, მაქსიმალურად უნდა განიტვირთოს ქალაქის ცენტრალური უბნები, რადგან ტრანსპორტის და დატვირთულობის მხრივ, ძალიან რთული სიტუაციაა.

ასევე კარგი იქნება, თუ დეველოპერებს ვადებთან დაკავშირებით შეუწყობენ ხელს და ვფიქრობ, რომ ეს უკვე გამოსწორებულია და აღარ გვაქვს ის მექანიზმი, როდესაც შეთანხმება დაუსრულებლად გრძელდებოდა. ბიუროკრატია მინიმუმამდე არის დაყვანილი. ასევე ფასადზეც გავმახვილდები ყურადღებას, რადგან ძალიან მტკივნეულია ის მდგომარეობა, რაც დღეს დედაქალაქშია გარკვეული მიზეზების გამო დაუსრულებელი მშენებლობების კუთხით“,- განაცხადა მექვაბიშვილმა.

მისივე თქმით, კომპანიას ძველი თბილისის რაიონში ახალი პროექტი აქვს, რომელიც პროექტირების ეტაპზეა.

"2017 წლის მიწურულს ახალი სამშენებლო რეგულაციები განისაზღვრა, ჩვენ შესაბამისად გადაწყობა მოგვიწია, რაც გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული და შესაბამისად პროექტის დასრულების დრო ცოტა გაიზრდება, თუმცა ახალი რეგულაციებით მასში უსაფრთხოების ნორმები იქნება გათვალისწინებული. მალე დავასრულებთ პროექტირების ეტაპს და მშენებლობას დავიწყებთ. ვცდილობთ, თბილისის ყველა უბანი მოვიცვათ. ამ ეტაპზე სამ პროექტზე ვმუშაობთ, რომელთა სტადიები პროექტირება და არქიტექტორის სამსახურში შესაბამისი ნებართვის აღებაა",- აცხადებს მექვაბიშვილი.