Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კომერციული პალატების კონცეფციაზე მუშაობა დასრულებულია

5a85aa360d0be
თელარა გელანტია
15.02.18 19:40
710
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, კომერციული პალატების კონცეფციაზე მუშაობა უკვე დასრულებულია.

როგორც წულუკიანმა BM.ge-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რეფორმის შინაარსის დასადგენად რამდენიმე თვიანი მუშაობა სასამართლოსთან და ბიზნეს სამყაროსთან დამთავრდა.

"კონცეფციაზე შეთანხმება არსებობს, რაც ნიშნავს იმას, რომ შეიძლება უკვე დაიწყოს კანონპროექტის წერის პროცესი ამ კონცეფციაზე დაყრდნობით. ამაში ჩვენ დახმარებას გვიწევს ბრიტანეთის სახელმწიფო, ასევე საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც იუსტიციის სამინისტროსთან ერთად მუშაობს და უკვე ძალიან მალე შევძლებთ კონსულტაციების გახსნას იმისთვის, რომ კანონპროექტზე უკვე მუხლობრივად მოვისმინოთ ინვესტორების, ბიზნესმენების, როგორც უცხოელების, ასევე პირველ რიგში ქართველი ბიზნესმენების მოსაზრებები და შემდეგ უკვე ვთქვათ, რომ მზად ვართ, პარლამენტში წარვდგეთ. ვფიქრობ, თუ ყველაფერი წარმატებით წარიმართა, შევძლებთ, რომ კანონი მივიღოთ წელს, რომ უკვე გაისად, ახალ საბიუჯეტო წელს ამ პალატებმა რომელიმე დიდ სასამართლოში მაინც დაიწყონ მუშაობა", - განაცხადა წულუკიანმა.