Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Galt&Taggart: საქართველოში ბრენდული სასტუმროების მშენებლობა გრაფიკს ჩამორჩება

5a60889fac052
BM.GE
18.01.18 15:41
873
საერთაშორისო ბრენდული სასტუმროების მშენებლობა საქართველოში გრაფიკს ჩამორჩება,- ამის შესახებ Galt&Taggart-ს ტურიზმის ყოველთვიურ მიმოხილვაშია საუბარი.

მათი ინფორმაციით, 27 საერთაშორისო ბრენდული სასტუმროდან, რომელიც 2016-2018 წლის დაგეგმილი პროექტების სიაში იყო, მხოლოდ ოთხი დასრულდა, სამი პროექტი კი გაუქმდა.

„დარჩენილი 20 პროექტიდან, მხოლოდ ოთხის დასრულებაა მოსალოდნელი დაგეგმილ ვადებში. დაგვიანებული პროექტები შემდეგნაირად ნაწილდება - 13-დან 10 თბილისში, 4-დან 3 ბათუმში და სამივე პროექტი სხვა რეგიონებში. პროექტების გადადება ძირითადად დაკავშირებულია რეგიონულ არასტაბილურობასთან, რომელსაც თან დაერთო ვალუტის კურსის რყევები. მიუხედავად ამისა, მოსალოდნელია, რომ საერთაშორისო ბრენდული სასტუმროების ოთახების რიცხვი გაიზრდება 1,371 ოთახით (+79.7% წ/წ) თბილისში, 440 ოთახით (+44.9% წ/წ) ბათუმში და 706 ოთახით (+142.3% წ/წ) სხვა რეგიონებში 2018 წლის ბოლომდე. 2018-2020 წლის დაგეგმილი პროექტების განახლებული სიის თანახმად, 19 პროექტია დაგეგმილი თბილისში, 7 ბათუმში და 10 დანარჩენ რეგიონებში”,- ნათქვამია კომპანიის მიმოხილვაში.