Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ნინო კერესელიძის “ილინე” და ლობიანი რაჭიდან

BM.GE
19.09.22 00:52
257

რაჭაში კვების ობიექტების ნაკლებობაზე როგორც ადგილობრივებისგან ისე იქ ჩასული ვიზტორებისგან არაერთხელ გვსმენია. წლიდან წლამდე რეგიონში თუ დასარჩენი ადგილების და სასტუმროების რიცხვი იზრდება, რატომღაც ბიზნესი ხარისხიანი კვების მომსახურების სერვისით არ ინტერესდება. შესაბამისად, სულ ისმის კითხვა რაჭაში ჩასულმა ადამიანმა სად შეიძლება დააგემოვნოს ადგილობრივი სამზარეულო. ასე იპოვა ბაზარზე თავისუფალი ნიშა ნინო კერესელიძემ, რომელმაც წელს თავისი დამზადებული ლობიანით ყველა აალაპარაკა. თბილისიდან საცხოვრებლად რაჭაში გადაბარგებულმა რეგიონს ახალი კვების ობიექტი “ილინე” შესთავაზა, სადაც ნამდვილი რაჭული სურნელი დატრიალდა, შესაბამისად, ნინო კერესელიძე არც ბიემჯის ობიექტივის მიღმა დარჩენილა.