Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ონლაინ სწავლების გავლენა განათლებაზე - სიმონ ჯანაშია საქმიან დილაში

BM.GE
14.01.21 11:21
580
საქართველოში სკოლები და ბაღები თითქმის 1 წელია დახურულია და მისი გახსნის საკითხი ამდრომდე არ განიხილება. ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ამის საშუალებას არ იძლევა. გაეროს ბავშვთა ფონდის იუნისეფის აღმასრულებელი დირექტორი ჰენრიეტა ფორე კი ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, სკოლების დახურვის საფასური გამანადგურებელია, ვინაიდან დისტანციურ სწავლებაზე ხელმიუწვდომლობის გამო მსოფლიოში მოსწავლეების მესამედი განათლების უფლების გარეშეა დარჩენილი.

იუნისეფის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ შეზღუდვების მოხსნისას სწორედ სკოლები უნდა გაიხსნას უპირველეს ყოვლისა. ამასთან, ის საჭიროდ მიიჩნევს, რომ პრიორიტეტული ყურადღება მიექცეს დამატებით გაკვეთილებს, რათა არ ჩამორჩნენ ის ბავშვები, რომლებმაც დისტანციურად სწავლა ვერ შეძლეს. შედეგებზე საუბრისას კი იუნისეფი განმარტავს, რომ ამის ეფექტი მომავალ თაობებში გამოჩნდება.

სტუმარი: სიმონ ჯანაშია - განათლების მკვლევარი