Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ქართველი მინისტრების სესხები

59a132964a205
BM.GE
26.08.17 13:00
1266
საქართველოს მინისტრთა კაბინეტში ამ დროისთვის 18 მინისტრი და საქართველოს პრემიერმინისტრი შედის. კაბინეტის წევრების უმრავლესობას ბანკებთან თუ სხვა ფინანსურ დაწესებულებებთან ფინანსური ვალდებულებები აქვს. "საქმის კურსმა" სესხების შესახებ ინფორმაცია მათივე შევსებული დეკლარაციებიდან მოიძია. თანამდებობის 19 პირიდან, სასესხო ვალდებულებები 8 მინისტრს არ უფიქსირდება. ყველაზე მეტი სესხი სპორტის მინისტრს აქვს, ყველაზე ნაკლები კი იუსტიციის მინისტრს. სესხები მინისტრთა კაბინეტის წევრებს როგორც ეროვნულ, ასევე უცხოურ ვალუტაში აქვთ აღებული.

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი:

• იპოთეკური სესხი - 173 500 USD - ქართუ ბანკი

საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა: 

• იპოთეკური სესხი - 65 000 GEL - თიბისი ბანკი
• სამომხმარებლო სესხი - 13 000 USD - თიბისი ბანკი
• შპს აი-ბი-ეფ-ზე გაცემული სესხი - 13 000 USD;

სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი:

• სესხი - 800 000 GEL - შპს კრეს ავტო ჰაუსი;
• იპოთეკური სესხი- 513 000 USD- საქართველოს ბანკი;
• სესხი - 24 000 USD - თიბისი ბანკი (მისი მეუღლის, ეკატერინე ინასარიძის სახელზე)
ამასთან, მინისტრს დეკლარაციაში სხვა სესხებიც აქვს მითითებული, თუმცა, მათ შემთხვევაში გასავალი არ უფიქსირდება;

საგარეო საქმეთა მინსიტრი მიხეილ ჯანელიძე:

• იპოთეკური სესხი, - 13 000 USD თიბისი(მისი მეუღლის ნინო ეგრისელაშვილის სახელზე)

ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი:

• იპოთეკური სესხი - 17 500 USD - საქართველოს ბანკი
• სამომხმარებლო სესხი - 30 000 GEL თიბისი ბანკი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი:

• სესხის გადაფარვა ს.ს. ქართუ ბანკში - 41 000 USD - საქართველოს ბანკი

კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე:

• იპოთეკური სესხი - 50 000 USD- თიბისი ბანკი;
• იპოთეკური სესხი - 60 300 USD - თიბისი ბანკი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი:

• სესხი სამომხმარებლო - 13 686 GEL- საქართველოს ბანკი

გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი:

• სამომხმარებლო სესხი - 30 000 GEL- ბანკი ქართუ

სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე:

• იპოთეკური სესხი - 63 000 USD - თიბისი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი:

• უძრავი ქონების სესხი- 450 000 EUR (მის მეუღლის არმინ ჰუთენლოხერის სახელზე)

ეკონომიკის მინისტრ გიორგი გახარიას 2017 წელს შევსებულ დეკლარაციაში 2 სესხი უფიქსირდება, 11 370 USD და 2 102 USD ოდენობის, რომელთა დაფარვა ამ დროისთვის უკვე დასრულებული უნდა იყოს. ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილსაც დაფარული აქვს 20 ათასი დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი. 

2017 წელს შევსებულ დეკლარაციებში სესხი არ უფიქსირდებათ: სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს, თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს, შს მინისტრ გიორგი მღებრივშილს.
ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურაბ ალავიძეს და სასჯელაღსრულების მინისტრ კახი კახიშვილს კი 2016 წელს შევსებული დეკლარაციით სესხები არ უფიქსირდებათ.