Home
Category
TV Live Menu
Loading data...

“ოქროს ბრენდი” 2021

BM.GE
28.06.21 09:18
478
“ოქროს ბრენდის” დაჯილდოვების ცერემონიაზე 100-ზე მეტი კომპანიიდან საუკეთესო 57 გამოირჩა. ცერემონია 2006 წლიდან ტარდება და ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს დაჯილდოვებად არის აღიარებული. ტრადიციულად, ყოველწლიურად დგინდება სპეციალური ნომინაციები, ჯილდოვდებიან კომპანიები და ორგანიზაციები, რომლებსაც ქვეყნის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ. ყოველწლიურად სხვადასხვა ტიტულის მფლობელები არიან როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო უმსხვილესი კომპანიები.

შატო მუხრანმა მედიაში ბიზნესის ოსკარად წოდებულ, “ოქროს ბრენდის” რიგით მე-16 დაჯილდოების ცერემონიალს უმასპინძლა. ორგანიზატორების თქმით, “ოქროს ბრენდის” ღირებულება შეუფასებელია. ის მომხმარებლის ნდობის ზრდასთან ერთად, კომპანიებს საერთაშორისო სავაჭრო ნიშნად აქცევს, რომელსაც წარმატებით იყენებენ როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო ბრენდები.