Home
Category
TV Live Menu
Loading data...

„ორი მედიკამენტის ჩაშვება მიმდინარეობს საწარმოო პროცესში“ - თიკა ღლონტი ქალების ნარატივში

BM.GE
05.02.21 11:40
381

„პანდემიის ფონზე საწარმოო პროცესი არ შეფერხებულა...კიდევ 2 მედიკამენტის დამატებას ვგეგმავთ“ – “Dr.Glonti.lab”-ის დამფუძნებელითიკა ღლონტი „ქალების ნარატივში“

 

-რა სიახლეებზე შეიძლება ვისაუბროთ “Dr.Glonti.lab”-ის ფარგლებში?

-ამ პერიოდში, ფარმაციის მიმართულებით, დავამატე 2 მედიკამენტი, სულ 10 მედიკამენტი გვაქვს  და კიდევ 2-ის ჩაშვება იგეგმება. პარალელურად, პანდემიის პერიოდში, კოსმეტიკური ხაზიც დავამატე. ვგეგმავ, რომ ეს მიმართულება წელს მეტად განვავითარო.  

 

-კონკრეტულად რა სახის მედიკამენტებს აწარმოებთ?

-პირის ღრუს, სასუნთქი გზების, სისხლის მიმოქცევისთვის განკუთვნილი მედიკამენტები, ასევე ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებელი და დამწვრობის მალამოები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მარეგულირებელი საშუალება და იმუნიტეტის გაძლიერებაზე მოქმედი მედიკამენტი.  

 

-საფასო პოლიტიკა როგორია?

-მედიკამენტების ფასი საშუალო სეგმენტზეა გათვლილი, კოსმეტიკის კი პრემიუმზე, მაგრამ წელს ამ მხრივაც დავამატებ საშუალოს. 

 

-რამდენად დიდია პროდუქციაზე მოთხოვნა?

-მედიკამენტებზე მოთხოვნა გაიზარდა, საწარმოო პროცესიც არ შეფერხებულა პანდემიის ფონზე. თანამშრომლები შევინარჩუნეთ, ხელფასები გავზარდეთ. მოთხოვნა ყველაფერზეა, რადგან კოსმეტიკის ხაზიც ბუნებრივი პროდუქციას მოიცავს და გვერდითი მოვლენა ნაკლები აქვს.   

 

-მომხმარებლები თუ გთხოვენ რაიმე პროდუქციის დამატებას?

-მედიკამენტებზე ითხოვენ დამატებას სხვადასხვა მიმართულებით და 2 მედიკამენტს სწორედ ამის მიხედვით ვამატებთ და ამაზე გაჩერებასაც არ ვაპირებთ. ჩემთვის წარმატება ერთი რაღაცის მიღწევა და გაჩერება არაა, არამედ სულ იერარქიულად წინ წასვლა. ჩემთვის არსებობს მიზანი და არ არსებობს დაბრკოლება, და თუ ქალს მიზანი აქვს იპოვის ტყვიებს და „ათიანშიც“ გაარტყამს.

 

-მოთხოვნა მხოლოდ საქართველოში ფიქსირდება თუ საერთაშორისო ბაზარზეც?

-საერთაშორისო ბაზარზეც, მაგრამ ეს პანდემიის ფონზე დაპაუზებულია. ამიტომ, მაქსიმალურად ვითვისებთ საქართველოს ბაზარს. 

 

-ექსპორტზე გასვლას თუ ფიქრობთ?

-ჩვენი პროდუქცია ექსპორტზე ხვდება ყირგიზეთში, მაგრამ გვინდა არეალის გაფართოვება.

 

-ვისაუბროთ კოსმეტიკის ხაზზეც...

-ინსპირაცია არის თმის მოვლის ხაზი როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში. ინგრედიენტები იმპორტირებულია, თუმცა ფორმულები ჩემია და აქ მზადდება. ჩემს ლაბორატორიაში, ჩემი მეცნიერული გამოცდილებით და მუშაობით იქმნება ფორმულები. აქ გადის შეფუთვის, მარკირების, გამოშვების ეტაპებს. 

 

-კიდევ რის დამატებას აპირებთ?

-უახლოეს მომავალში ვაპირებთ სახის საცხების დამატებას, როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის, ასევე მოიაზრება ხელის და ფეხის მოვლის საცხები და შიმერები.

 

-რამდენი ხანია რაც “Dr.Glonti.lab”ფუნქციონირებს?

-2016 წელს დაფუძნდა. ასევე, მე ვარ  სამედიცინო-სამკურნალო ფირმა „ესკულაპის“ დამფუძნებელი. 

 

-რომელია თქვენთვის განსაკუთრებით საამაყო ფორმულა?

-თითოეული განსხვავებულია და ყველა საამაყოა ჩემთვის. თანაც, პანდემიის დროს თვალსაწიერი მეტად გაფართოვდა, მეტი ახალი იდეა მოიტანა. 

 

-თქვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი რას უკავშირდება?

-დილით ადრე გაღვიძებას. ასევე მნიშვნელოვანია სახის მოვლის რუტინა, ფიზიკური აქტივობა. კვება საათობრივად მაქვს ჩამოყალიბებული, ასევე საკვები ბუნებრივი და ჩემ მიერ მომზადებული უნდა იყოს. კულინარია ჩემთვის საყვარელი სფეროა. 

 

-სამომავლოდ კიდევ რომელიმე მიმართულებით ხომ არ ხედავთ საკუთარ თავს?   

-დიახ, ვხედავ და ეს ბიზნესს ეხება, ჩემი სფერო მაინც ბიზნესია. 

 

-განტვირთვას სად ახერხებთ?

-ჩემი ყველაზე დიდი განტვირთვა ოჯახს და ახლო მეგობრებს უკავშირდება.



სტუმარი: თიკა ღლონტი - Dr.Glonti.lab; დამფუძნებელი