09.Jun .2021 18:49

OUTDOOR.GE-ის შესაძლოა გარე რეკლამების განთავსების უფლება გაუხანგრძლივდეს

Back

კომპანია outdoor.ge-ის გარე რეკლამის განთავსების ნებართვა შესაძლოა კიდევ გაუხანგრძლივდეს - ამის შესახებ დღეს თბილისის ვიცე მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. როგორც ხმალაძე ამბობს, ახალი აუქციონის პირობებზე მუშაობა ჯერ კიდევ არ დასრულებულა, ამის პარალელურად საკრებულოს ოპოზიცია თვლის, რომ ახალი პირობები, რომელზეც თბილისის მერია მუშაობს ბაზარზე კონკურენციას კიდევ 15 წლით შეზღუდავს.