Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

პანდემია თუ ქუჩა - რა ასუსტებს ლარს? - აკაკი ცომაია საქმიან დილაში

BM.GE
06.11.20 11:50
511
5 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით მკვეთრად გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ თითქმის 6 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3 ლარი და 40 თეთრი გახდა. ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით ასეთი გაუფასურებული ბოლოს მარტის ბოლო რიცხვებში იყო. ევროსთან მიმართებით კი, ლარი 10 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევრო 4 ლარზე ოდნავ მეტი ღირს. ჯამურად ბოლო 4 სამუშაო დღის განმავლობაში დოლარის ოფიციალური ღირებულება თითქმის 16 თეთრით გაიზარდა.

ორშაბათს სებ-მა ლარის კურსის მერყეობის შესარბილებლად $60 მილიონიანი ინტერვენცია განახორციელა. ჯამურად, 2020 წლის განმავლობაში სავალუტო აუქციონების გზით ეროვნულმა ბანკმა $710 მილიონი დოლარი გაყიდა.

ეს არის მშრალი რიცხვები - თუმცა, ამ რიცხვების უკან დგას გაძვირებული წამლები, პურის შესაძლო გაძვირებაზე გახშირებული საუბრები, გაძვირებული საწვავი, თან ეს მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ფასი ქვევით ჩამოდის, გაძვირებული სესხები დოლარში და ევროში. ამის ფონზე კი გვესმის, რომ წერტილოვანი შეზღუდვები ეფექტურობის თვალსაზრისით ცოტა გადასახედი გვექნება - რაც სრულ ლოქდაუნს თუ არა, შეზღუდვების გამკაცრებას, გახშირებას და რაოდენობის ზრდას ალბათ გულისხმობს.

სტუმარი: აკაკი ცომაია - ეკონომიკური კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, საქართველოს და კავკასიის უნივერსიტეტების ასოცირებული პროფესორი