16.Mar .2022 10:23

პანდემიის დასასრული - მითი თუ რეალობა?

165
Back

საქართველოში ბოლო 2 კვირიან პერიოდში კოვიდით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა მცირდება, თუმცა გარანტიები იმისა, რომ კოვიდპანდემია დასასრულს უახლოვდება ახალ-ახალი შტამების აღმოცენების ფონზე ჯერ ისევ არ არსებობს. ამჯერად ახალი შტამის დაფიქსირების შესახებ წინასწარი მონაცემები მარსელის ინსტიტუტის პროფესორთა ჯგუფზე დაყრდნობით გამოქვეყნდა. ახალი შტამი „დელტას“ და „ომიკრონის“ ჰიბრიდს წარმოადგენს და მას პირობითად „დელტამიკრონი“ უწოდეს,ამჟამად ის მსოფლიოს 5 ქვეყანაშია გავრცელებული.