Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პარლამენტარების პროფილები “დემოკრატიის ინდექსი - საქართველოსგან”

BM.GE
29.03.22 13:04
244
საპარლამენტო რესპუბლიკა საქართველოში, პარლამენტში 150 ხალხის რჩეული კანონმდებელია, 150 დეპუტატთან ერთად პარლამენტში 2021 წლის მონაცემებით კიდევ 731 სხვა დასაქმებული იყო. 

პარლამენტის მიერ გამოქვეყნებული ცხრილის თანახმად, მის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი თანამდებობრივი სარგო არა პარლამენტის თავმჯდომარეს, არამედ პარლამენტის აპარატის უფროსს აქვს. 

პარლამენტის სისტემაში “შრომითი ხელშეკრულებით" ანუ შტატგარეშედ 173 ადამიანი არის დასაქმებული, რომელთა ხელფასების მოცულობის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი არ არის. ცალკეულ ხელფასებს რომ არ ჩამოვყვეთ და ყველა რგოლის ფუნქციონირებისთვის დასაქმებულთა რაოდენობებს ერთიანად 2021 წლის მდგომარეობით შეგვიძია ვთქვათ, რომ პარლამენტის ბიუჯეტი 53.7 მილიონი ლარია, აქედან პარლამენტში დასაქმებულთა სახელფასო ბიუჯეტი 25.7 მილიონ ლარს შეადგენს. 

საპარლამენტო მუშაობას დაფინანსება თავისთავად სჭირდება და ცხადია პარლამენტში დასაქმებულების საქმეს ასევე უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ საინტერესოა რაში მდგომარეობს ეს საქმე და რა როლი აქვთ ცალკეულ დეპუტატებს საპალრამენტო საქმეში. 

დემოკრატიის ინდექსი - საქართველო საკუთარ ვებ-გვერდზე აწარმოებს თითოეული პარლამენტის წევრის საქმიანობის ამსახველ პროფილებს.

სტუმარი: ქეთა ჯაფარიძე - "დემოკრატიის ინდექსი-საქართველო", გამგეობის წევრი