Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ალბათ, კიდევ ბევრი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ გავიგებთ"

5a71b4fa1e895
სალომე მეცხვარიშვილი
31.01.18 16:29
1306
"საკმაოდ საინტერესო პროცესი დაიწყო. მალე, ალბათ, კიდევ ბევრი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას გავიგებთ",- ასე პასუხობს თიბისი ჯგუფის პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძე ფოთის პორტის მიერ ახალი ღრმაწყლოვანი პორტის დაანონსებას.

კითხვაზე, რამდენად არის შესაძლებელი ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, ბიზნესმენი ამბობს, რომ ეს თავად ფოთის პორტს უნდა ვკითხოთ.

„მე მინდა ჩვენს პროექტზე ვისაუბრო, ჩვენ მივდივართ სრული სვლით. მშენებლობა დაწყებულია, დამთავრდა სამშენებლო კომპანიის მობილიზაცია და მივყვებით იმ გეგმას, რომელიც გაწერილი გვაქვს მთავრობასთან. 2020-ში ჩვენ მივიღებთ პირველ გემებს“,- განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, 2 დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის შემდეგ კიდევ ერთი ღრმაწყლოვანი პორტი ფოთში აშენდება.

ფოთის პორტის გენერალურმა დირექტორმა კლაუს ჰოლმ ლოურსენმა გასული წლის ბოლოს "ანალიტიკასთან" საუბრისას განაცხადა, რომ ის საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საჭიროებას ვერ ხედავს.

„დღეს არ დგას ღრმაწყლოვანი პორტისთვის დამახასიათებელი დიდი ტვირთების მიღების საჭიროება“,- განაცხადა 1 დეკემბერს გასულ ინტერვიუში კლასუს ჰოლმ ლოურსენმა.

ამავე გადაცემაში ფოთის პორტის გენერალურ დირექტორს უპასუხა ანაკლიის პორტის განმახორციელებელი კომპანიის „თიბისი ჯგუფის“ პრეზიდენტმა მამუკა ხაზარაძემ. მან აღნიშნა, რომ APM Terminals-მა თავი გამოაჩინა, რადგან ისინი უკვე დიდი ხანია ანაკლიის პორტის წინააღმდეგ ფარულ ლობირებას ეწევიან.