Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პარლამენტი აზარტულ თამაშებზე შეზღუდვას დაჩქარებული წესით განიხილავს

BM.GE
14.12.21 23:48
430
25 წლამდე საქართველოს მოქალაქეები აზარტულ და მომგებიან თამაშობებში ვეღარ ჩაერთვებიან, იზღუდება სათამაშო ბიზნესის რეკლამის განთავსების უფლება, იზრდება საგადასხადო წნეხი სათამშო ბიზნესისთვის, ასევე თამაშის აკრძალვა, რომელიც პირთა წრეს ეხება, ვინც დამოკიდებულია, სოციალურად დაუცველია და საჯარო მოხელე. პარლამენტმა, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პროექტის განხილვა დაიწყო. რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ძირითადი აქცენტი რეკლამის შეზღუდვაზე გაკეთდა, რაც მედიის შემოსავლებზე დრამატულად აისეხება და როგორც ტელეკომპანია მთავარის დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, ეს ცვლილებები პირდაპირ გამოიწვევს მედიასაშუალებების დახურვას. სხდომას ტელეკომპანია პირველის დამფუძნებელი, ვატო წერეთელიც ესწრებოდა, რომელსაც კომიტეტის თავჯდომარემ სხდომათა დარბაზი დაატოვებინა, როგორ ვითარდებოდა დღეს მოვლენები საკანონმდებლო ორგანოში?