Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"ჩვენთან მედია სრულიად თავისუფალია"

5a8d4d6e0d7f3
BM.GE
21.02.18 14:43
713
"აბსოლუტურად ვეთანხმები პრემიერის განცხადებას, რომ ჩვენთან მედია სრულიად თავისუფალია", - ასე გამოეხმაურა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მედიაზე ზეწოლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციას, რაზეც დღეს პრემიერმაც ისაუბრა.

მინისტრმა პრემიერის არგუმენტიც მოიყვანა და თქვა, რომ ნებისმიერს შეუძლია ძალიან მოკლე ხანში დაარსოს თავისი მედიასაშუალება.
„ეს უკვე თვიასთავად მეტყველებს იმაზე, რომ არნაირი კონტროლი სახელმწიფოს მხრივ მედიასაშუალებებზე არ არის, ყველა მედია არის აბსოლუტურად თავისუფალი, რაც ასე გაგრძელდება და ასეც არის“, - განაცხადა ჩხენკელმა.

მისივე თქმით, არავითარი ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან მედიის მუშაობაში არ ხდება, „არცერთი კომპანიის საქმიანობაში სახელმწიფო არ ერევა, შესაბამისად, ყველა მედიასაშუალება თავისუფალი საქართველოში“.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, ის აბსოლუტურად ეთანხმება და იზიარებს პრემიერ-მინისტრის მიერ მედიასთან დაკავშირებით მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას, რომ ზოგადად ხელისუფლების შანტაჟი არის აბსოლუტურად მიუღებელი.

„არანაირი შანტაჟი არასოდეს არ უნდა არსებობდეს, ეს არის ცალსახა“, - დასძინა ჩხენკელმა.