Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"Bitfury-ის დატა ცენტრის შეძენით რამდენიმე მსხვილი კომპანია იყო დაინტერესებული"

5a830b79587fc
BM.GE
13.02.18 19:57
849
"გლდანში მდებარე დატა ცენტრის გარიგების ფასი კონფიდენციალურია", - ამის შესახებ "საქმის კურსის" ეთერში Bitfury ჯგუფის წარმომადგენელმა საქართველოში ეფრენ ურუმაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პროცესით რამდენიმე მსხვილი კომპანია იყო დაინტერესებული, მათ შორის, კანადური, ამერიკული, ჩინური და ევროპული კომპანიები.

"ყველაზე კარგი თანხა ვინც შემოგვთავაზა იმ კომპანიაზე გავაკეთეთ არჩევანი", - ამბობს ურუმაშვილი. დატა ცენტრის ახალი მფლობელი - უმსხვილესი ჩინური ჯგუფი Chong Sing Holding-ია.

"აზიურ ჰოლდინგს ამბიციური გეგმები აქვს და საქართველოს საინვესტიციო გარემოს განვითარებაში დარწმუნებულია. ჩვენ გამჭვირვალობის მომხრე ვართ და ვფიქრობთ, რაც უფრო ღია იქნება აღნიშნული ფინანსური ინსტრუმენტები, მით მეტად განვითარდება, როგორც ბაზარზე, ისე სახელმწიფო სერვისებში ისეთი ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენება, როგორიც კრიპტოვალუტაა", - აღნიშნა ეფრემ ურუმაშვილმა.

როგორც ურუმაშვილი აცხადებს, Bitfury ჯგუფი ინვესტიციების განხორციელებას ინოვაციურ ტექნოლოგიებში გეგმნევს, რაც თავისთავად ბლოკჩეინ ტექნლოგიების განვითარებას ითვალისწინებს.

"ინოვაციური ტექნოლოგიების კუთხით ყველაზე მოქნილი იაპონიის ბაზარია, იქ მთავრობამ კანონმდებლობა მიიღო, რომელიც ბიტკოინის, როგორც საგადამხდელო სისტემის აღიარებას ითვალისწინებს. სწორედ ამიტომაც გავხსენით ჩვენ ოფისი ტოკიოში. Bitfury ჯგუფს პროექტები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც აქვს", - აცხადებს ურუმაშვილი.

BITFURY-მ გლდანის დატა ცენტრი გაყიდა