Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სოფელ ვახტანგისის მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზი გაძვირდა

59f859669c1e8
BM.GE
31.10.17 15:06
964
გარდაბნის რაიონის სოფელ ვახტანგისის მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზი 7.568 თეთრით გაძვირდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიიღო. ამ სოფელს ბუნებრივ გაზს შპს "არზუ გაზი" აწვდის, რომელმაც სემეკს სატარიფო განაცხადით მიმდინარე წლის 6 ივლისს მიმართა.

სემეკის დადგენილების მიხედვით, "არზუ გაზის" მომხმარებლები 1 ნოემბრიდან 1მ3 ბუნებრივი გაზის მოხმარებისთვის 55.418 თეთრს გადაიხდიან, აქამდე კი - 47.850 თეთრს იხდიდნენ.

როგორც სემეკის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ განმარტა, აღნიშნულ კომპანიას გეზარდა იჯარის წლიური ხარჯი 200-დან 16 000 ლარამდე, ასევე - ტრანსპორტირების ტარიფი, რამაც სამომხმარებლო ტარიფის გაძვირებაზე გავლენა იქონია. "არზუ გაზი" 587 აბონენტს ემსახურება.