Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

PayPal-ის ციფრულ საფულეში მალე კრიპტოვალუტა გამოჩნდება

BM.GE
23.10.20 09:58
591
პანდემიისთვის ყველაზე უსაფრთხო ონლაინ შოპინგის დროს, პროდუქციის საფასურის საბანკო ბარათებით დაფარვასთან ერთად, მალე მომხმარებელს ანგარიშსწორება ციფრული ფულითაც შეეძლება - Paypal-ი კრიპტოვალუტის საკუთარი სერვისის გამოშვებას იწყებს. PayPal-ის ახალი სერვისი გულისხმობს ციფრულ საფულეში Bitcoin-ის, Ethereum-ის, Bitcoin Cash-ის და Litecoin-ის კრიპტოვალუტების დაგროვებას და იმ ონლაინ მაღაზიებში გამოყენებას, სადაც პროდუქციის საფასურის გადახდა ციფრული ფულით იქნება შესაძლებელი.