Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ბათუმში ყინულის ახალი არენა და საცურაო აუზი აშენდება

5a44a3ace13f2
BM.GE
28.12.17 11:52
883
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ქალაქ ბათუმში დახურული სპორტული კომპლექსის - ყინულის არენისა და საცურაო აუზის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა.

ყინულის არენა განკუთვნილი უნდა იყოს სასწავლო-სავარჯიშო პროცესისა და სხვადასხვა დონის შეჯიბრებების ჩასატარებლად, შემდეგ სახეობებში: - ფიგურული სრიალი - ჰოკეი - ასევე, ციგურებზე მასობრივი სრიალის, კულტურულ-სანახაობრივი და გასართობი ღონისძიებების, დღესასწაულების, კონცერტების და გამოფენების ჩასატარებლად.
საცურაო აუზი განკუთვნილი უნდა იყოს შეჯიბრებების ჩასატარებლად ცურვაში, წყალბურთში და მასობრივ ცურვაში, ტრიბუნებით 1000 დასაჯდომი ადგილი.

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთათვის შენობის ადაპტაციის ღონისძიებები. შენობა უნდა იყოს ენერგოეფექტური . 

პროექტის საერთო სავარაუდო ღირებულება 46 000 000 ლარია.

მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წელში უნდა დასრულდეს.