Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

პიროვნების დიზაინერი - ახალი პროექტი ქართულ რეალობაში - ნანო ურიათმყოფელი ქალების ნარატივში

BM.GE
23.04.21 12:05
713

„მსურს, შეიქმნას ქართული მოდის მუზეუმი“ - პიროვნების დიზაინერის ავტორი ნანა ურიათმყოფელი „ქალების ნარატივში“

 

-რას მოიაზრებს პიროვნების დიზაინერობა?

-პიროვნების დიზაინერი არის პროექტი, რომელიც ონლაინ პლატფორმაზე განვათავსეთ Youtube,  Instagramდა Facebookგვერდების საშუალებით. პროექტს აქვს 3 ფუნდამენტი, რაც გულისხმობს სიტყვის, ფიქრისა და ქმედებების სინქრონულ მოქმედებას.პროექტში რამდენიმე ტიპის მიმდინარეობა გაერთიანდა.ადამიანების პოზიტიურ აზროვნებაში გადასაყვანად, საჭიროა დაიჯერონ რომ მათ ეს შეუძლიათ, ამისთვის კი საჭიროა, რომ დაიწყონ საკუთარ თავზე მუშაობა; როცა ვახერხებთ, რომ რაიმე მოვლენას გამოვაცალოთ ჩვენი ემოცია და დავტოვოთ მოვლენად, ამბად, ისტორიად, ვაქციოთ ჩვენს წარსულად, ვხდებით უფრო მიმღები. საწყისია ის, რომ საკუთარ თავში მადლიერება უნდა იპოვო;გონებას გამოათავისუფლებ იმისგან, რაც არ გსურს და იტოვებ იმას, რაც გინდა.  

 

-თქვენ როდის აღმოაჩინეთ თავში ეს თვისებები?

 -სულ რამდენიმე წლის წინ, თურმე ის, რასაც სხვაგან ვეძებთ ადამიანები, ყველაფერი ჩვენშია.სიტყვას აქვს ძალა, ჩვენ არ ვართ გამოცალკევებული სამყაროდან, ციკლი უწყვეტია, ჩვენგან გაგზავნილი სიტყვები მოქმედებს და ისევ ჩვენ გვიბრუნდება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანი ადამიანმა თქვას - „მე ეს გამომივა“.

რელიგიაში აუცილებლად ვიპოვით იმ „ოქროს“ ფრაზებს, რომლებიც ამაზე გვპასუხობენ; ერთი აზრი შეიძლება სხვადასხვაგვარი ფორმით გამოიხატოს, თუნდაც ფსიქოლოგიის ცნების ჩართულობით.

 

-პლატფორმას ჰყავს მომხმარებლები?

-რაოდენობა მზარდია, პასუხს ვცემ თითოეულ კომენტარს. ჩემთვის მომხმარებლის უკუკავშირი ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, პროექტს გადაცემის ფორმატიც მივცე. მოლაპარაკებების პროცესი დაწყებულია.

 

-კომპლექსების დაძლევის საკითხიც განვიხილოთ...

-გასათვალისწინებელია, კომპლექსების გამოცდილებად გარდაქმნა. მინდა სხვებსაც ვუთხრა, რომ გამოუვათ. შენ ხარ იმაზე მეტი ვიდრე კომპლექსი, დროებით მოსული შიშები და შფოთვა.  

 

-ხართ დიზაინერი, ვისაუბროთ ბრენდ “Lanano”-ზეც...


-პანდემიისას არასწორი მოლოდინი არ გვქონია, შევხვდით გაწონასწორებული იმას, რომ სადღესასწაულო სამოსი არ იქნებოდა აქტუალური, ამიტომ დაიბადა ახალი იდეები. ჩემი პირადი სურვილია, რომ შეიქმნას პირველი ქართული მოდის მუზეუმი. ვფიქრობ ეს კარგი იქნება ტურიზმის მიმართულებითაც. „Lanano“ მოდის მუზეუმს გაუკეთებს ექსპონატს - ხელით ნაქარგი ვეფხისტყაოსნის სრული ტექსტი ტექსტილზე, ოქროს ძაფებით.  

ჩვენ არ გვზღუდავს სამყარო და ჩვენით არ უნდა შევიზღუდოთ თავი.

 





სტუმარი: ნანო ურიათმყოფელი - პიროვნების დიზაინერის ავტორი