Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პირველი აუქციონი CFD-მექანიზმით - რა კითხვები დარჩა ბიზნესს?

BM.GE
13.02.23 23:21
177
CFD-მექანიზმით განახლებადი ენერგოპროექტების მხარდასაჭერად პირველი აუქციონი გამოცხადებულია. მთავრობამ აუქციონზე ჯამში 300 მეგავატის სიმძლავრის პროექტები გამოიტანა. მათ შორის 150 მეგავატი მოდინებაზე მომუშავე ჰესებია. 70 – 70 მეგავატი მზის და ქარის სადგურები, 10 მეგავატი კი, სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურების პროექტებს უჭირავს. ახლა ბიზნესს 45 დღიანი ვადა აქვთ მათთვის სასურველ პროექტებზე განაცხადები წარადგინონ. რა ხდება მაშინ როდესაც 1 არეალზე რამდენიმე განაცხადის წარდგენა მოხდება და რა კრიტერიუმებით შეარჩევს ეკონომიკის სამინისტრო გამარჯვებულებს, ასევე რა შენიშვნები აქვს კერძო სექტორს?