24.Nov .2021 13:09

პირველი დიპლომირებული ავტომექანიკოსები საქართველოში

149
Back

“თეგეტა აკადემიაში” ავტომექანიკოსების პირველი პროფესიული პროგრამა დასრულდა. 2 წლიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლება კურსის 11-მა მონაწილემ გაიარა და შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომიც მიიღო, რაც მათი დასაქმებისთვის მნიშნელოვანია, თუმცა ვიდრე თავისუფალ ბაზარზე სამუშაოს ძიების პროცესს დაიწყებენ, თითოეულისთვის შეთავაზება “თეგეტა მოტორსს” უკვე აქვს.

სტუმრები: ნინო ოხანაშვილი - "თეგეტა ჰოლდინგის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ადამიანური კაპიტალის მართვის და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით;
ნათიკა ბერძული - "თეგეტა ჰოლდინგის" სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;