Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პლასტმასის მეორადი ბოთლების გადამუშავების სარგებელი #მხოლოდქართული

BM.GE
11.04.22 02:25
296
თბილისის ნაგავსაყრელზე ნარჩენის სახით ყოველთვიურად დაახლებით 1500-1700 ტონა მეორადი პლასტმასის ბოთლი იყრის თავს. ეს არის ის სტატისტიკა, რომელზე დაყრდნობითაც კომპანია „პოლივინმა“ 4 წლის წინ, 2018 წელს პლასტმასის მეორადი ბოთლების გადამამუშავებელი საწარმო რუსთავში გახსნა. კომპანიას დღე-ღამეში დაახლოებით 25 ტონა მეორადი ბოთლის გადამუშავება შეუძლია, თუმცა სრული დატვირთვით მუშაობა სამწუხაროდ ვერ ხერხდება. ამჟამად ყოველდღიურად 4 ტონის წარმოებას ახდენენ, რისი ერთადერთი მიზეზიც ის არის, რომ ამ რაოდენობის ბოთლების თავმოყრა ერთად ვერ ხორციელდება. „პოლივიმი“ გადამუშავებული პლასტმასის ბოთლებისგან ამზადებს ე.წ. „ფანტელებს“, რომლისგანაც მიიღება სინთეზური ბოჭკო.